საბინაო სამსახურის დაგვიანებული ანგარიშის მუსიკალური პრეზენტაცია (ვიდეო)
16:28 / 25.05.2017
ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების
სამსახურმა, 2016 წლის ანგარიში 5 თვის შემდეგ წარადგინა.
სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, ეს მათ მიერ
განხორციელებული უპრეცენდენტო სამუშაოებით იყო განპირობებული.
"წინა წლებთან შედარებით გაცილებით გვიან მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ
რომ საბინაო სამსახურის ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული იყო 2016 წელი
შესრულებული სამუშაოების მიხედვით. 977 ახალი ან განახლებული ობიექტი
შეემატა ქალაქს, "- განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.
პრეზენტაციაზე სამსახურის მიერ გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები
არასამთავრობო სექტორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამეს.
პრეზენტაციის ბოლოს კი მუსიკალური კლიპი წარმოადგინეს, სადაც
სამსახურის თანამშრომლების საველე სამუშაოები და სამსახურის მიერ
განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებია ასახული.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი
პროექტი ეზოების კეთილმოწყობა იყო.
შესრულებული პროექტები პრეზენტაციაზე მუნიციპალიტეტების
მიხედვით წარმოადგინეს. ყველაზე მეტი პროექტი ავტოქარხნის,
ვაკისუბნისა და სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულებში
განხორციელდა.
სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, საბინაო სამსახურის 15
პროგრამიდან რამდენიმე უახლოეს 2 წელიწადში საბოლოოდ ამოწურავს თავის
თავს, რადგან მათ უკვე თითქმის მოიცვეს მთელი ქალაქი.
მისივე თქმით, მაგალითად, ქალაქში ლიფტების მხოლოდ 5%-ია დარჩენილი
შესაკეთებლი.
ასევე, მალე დასრულდება ეზოების კეთილმოწყობის პროგრამა, რომელიც
ყველაზე მოთხოვნადი იყო 2016 წელს.
გასულ წელს ასევე კეთილმოეწყო ცენტრალური გზიდან საცხოვრებელ სახლამდე
მისასვლელი გზები, გადასახური მასალა გადაეცა 72 ღატაკ ოჯახს,
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 40 ლიფტს, შეკეთდა 39 სპორტული მოედანი,
დამონტაჟდა 7 ტრენაჟორი და 12 ატრაქციონი, 6 კორპუსში ჩაუტარდა
რეაბილიტაცია პარაპეტს, დაიდგა 238 ძელსკამი, ხოლო თავისუფალი
ინიციატივების ფარგლებში, რაც საბინაო სამსახურის ნოვაციაა, 5 პროექტი
დაფინანსდა.
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის 2016 წლის ბიუჯეტი 6 000000 ლარს
შეადგენს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები