იმერეთის რეგიონიდან თბილისში ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად
რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ჩავიდა.
როგორც ცნობილი გახდა, თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად, იქ
შეკრებილმა პირებმა მადლობა გადაუხადეს ჭიათურისა და საჩხერის
გამგებლებს, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებმა მრევლის თბილისში
ჩასაყვანად თანხები გამოყვეს.
საჩხერის გამგებელი, მალხაზ ბაზაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ
მუნუციპალიტეტეს არც თანხები გამოუყვია და არც ორგანიზიება
გაუკეთებია, ოჯახის სიწმინიდის დღის აღსანიშნავად თბილისში მიმდინარე
აქციაზე პირთა ჩასაყვანად.
"მეც ვუყურე ამ ვიდეოს, მაგრამ ვერ მივხვდი მადლობა რატომ გადამიხადეს
და ჩემი სახელი რატომ მოხვდა მანდ. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ვინ
არის თბილისში ჩასული აქციაზე" - ამბობს საჩხერის
გამგებელი.
ჭიათურის გამგებელთან არაერთი მცდელობის მიუხედავად, დაკავშირება ვერ
მოხერხდა.
სამაგიეროდ, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მოძღვარი გიორგი
გრიგალაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ რამდენიმე ათეული
ადამიანი გაემგზავრა დედაქალაქში აქციისთვის ჭიათურიდანაც. როგორც
სასულიერო პირი ამბობს ჭიათურიდან მრევლის აქციაზე დასწრების
ორგანიზებას მღვდელმთავარი, მეუფე დანიელი უწევდა.
"რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე მოძღვარი და ათეული ადამიანი
ჩავიდა", - ამბობს გიორგი გრიგალაშვილი.
საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის
სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები