საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის ქუთაისის ფილიალი სოციალურ
პროექტს ახორციელებს.
ორგანიზაცია ემიგრანტი ოჯახების შვილების მხარდასაჭერად, 150 ლარიან
სასწავლო ვაუჩერს გასცემს.
მისი გამოყენება იურისტთა უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამებზეა
შესაძლებელი.
ვაუჩერის მოქმედების ვადა ერთი წლითაა განსაზღვრული და მისი მიღება
იმერეთის რეგიონში ყველა იმ პირს შეუძლია, რომლის მშობელი რეგალურად
თუ არალეგალურად იმყოფება ემიგრაციაში.
სასწავლო ვაუჩერის მიმდინარე წლის 10 მაისიდან იურისტთა უმაღლესი
სკოლის ქუთაისის ფილიალში გაიცემა.
"ამით ჩვენ გადავწყვიტეთ ემიგრანტი ოჯახების შვილებს ცოდნის
გაღრმავებაში გარკვეული სახის დახმარება გავუწიოთ. ეს სოციალური
პროექტია, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ პასუხისმგებლობას ჩვენც
ვგრძნობთ მომავალი თაობის წინაშე. მათ შესაძლებლობა ექნებათ
იმიტირებულ სასამართლო პროცესებს დაესწრონ, რომელსაც მოქმედი
მოსამართლეები და პროკურორები წარუძღვებიან," - აღნიშნავს საქართველოს
იურისტთა უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი, ირმა კახიძე.
ორაგნიზაციის ქუთაისის ფილიალში სწავლა ადვოკატურის, მოსამართლის და
ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსებზეა
შესაძლებელი. ასევე, სკოლა მოკლევადიან ტრენინგებს სთავაზობს საბანკო
სამართლის, სადაზღვევო და საგადასახადო სამართლით დაინტერესებულ
პირებს.
მასალის გამოყენების პირობები