ქუთაისში მდინარე რიონის წაღებული ცხენი მოქალაქემ გადაარჩინა (ვიდეო)
19:23 / 07.05.2017
ქუთაისში, ადიდებულმა მდინარე რიონმა ცხენი წაიღო. შემთხვევა ერთი
საათის წინ, ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მდინარეში მყოფი ცხოველი ახლომდებარე მარკეტში მომუშავეებმა შენიშნეს
და მის გადასარჩენად სამაშველო სამსახურს გამოუძახეს.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ბრიგადის
წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა ცხენის გადასარჩენად ადიდებულ
მდინარეში მოქალაქე თორნიკე ანანოვი ჩავიდა.
მაშველებმა მდინარეში ჩასვლის შემდეგ მას თოკი გადაუგდეს, რომელიც
თორნიკე ანანოვმა ცხენს კისერზე მოაბა და ნაპირზე მისი გამოყვანა
სცადა. თუმცა, წყალმა ცხენი წითელ ხიდამდე გაიტაცა. ცხოველი დახჩობას
გადაურჩა და ის წითელი ხიდის მიმდებარე ნაპირიდან
გამოიყვანეს.
ქუთაისიპოსტი ქალაქის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისებს"
დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ამ დრომდე ცხენის მესაკუთრის
ვინაობა დაუდგენელია და ამ მიზეზის გამო მას ცხოველთა სადგომში
გადაიყვანენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები