ქუთაისის მერიამ დედის დღესადმი მიძღვნილი საღამოს მოწყობისთვის 1000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა მოეწყოს პატრიოტულ-ეროვნულ და დედისადმი მიძღვნილი ქართული კლასიკური პოეზიისა და მუსიკის საღამო.
ღონისძიებისათვის საჭიროა 18-დან 22 წლამდე ასაკის 10 მსახიობი. მსახიობებმა უნდა წაიკითხონ 10 ლექსი და იმღერონ 3 სიმღერა. ღონისძიების ხანგძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 40 წუთი.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამოს მოწყობისათვის, მსახიობთა მომსახურება 2015 წლის 3 მარტს.
აღნიშნული მომსახურებისთვის ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება 17 თებერვალს სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები