ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე 400–ზე მეტი ახალი საგზაო ნიშნის
დამონტაჟება იგეგმება.
ქუთაისის ააიპ "სპეციალურ სერვისებში" ამბობენ, საგზაო ნიშნების
განტავსების ადგილები საპატრულო პოლიციასთან უკვე შეთანხმებულია.
"400–ზე მეტი საგზაო ნიშანი უნდა დამონტაჟდეს ქალაქში. მალე ტენდერსაც
გამოვაცხადებთ", –ამბობს გელა გაგუა.
მისივე თქმით, საგზაო ნიშნების დამონტაჟების პარალელურად, ქალაქში
საღებავგადასული ზებრა–გადასასვლელების გაანხლება და რამდენიმე
ადგილზე ახალი გადასასვლელის დახაზვა მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები