გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში თოვა მიმდინარე
წლის 17 თებერვლის საღამომდე შენარჩუნდება.
"18 თებერვლის ღამით უკვე უნდა შეწყდეს ნალექი, რასაც მოყვება
ყინვების გაძლიერება" - განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სინოპტიკოსების განმარტებით, მიმდინარე წლის 18-19 თებერვალს დასავლეთ
საქართველოში გამოიდარებს. თუმცა, 21 თებერვლიდან კვლავ არამდგრადი
ამინდებია ნავარაუდები.
გარემოს ეროვნულ საგენტოში ამბობენ, რომ დასავლეთ საქართველოს
დაბლობში ღამით მოსალოდნელია -5 -7 გრადუსი ყინვა, ხოლო მთაში და
მაღალმთაში -15 -20 გრადუსი
ყინვა დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები