ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ არასამთავრობო
ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
უწყების პროექტი სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის
საკითხს უკავშირდება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ პროექტის პრეზენტაცია
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულების ცენტრში გამართა.
სამინისტროს ინფორმაცით, მიგრანტების დახმარების პროგრამა მათთვის
სამედიცინო კუთხით მხარდაჭერას, პროფესიულ გადამზადებას, საარსებო
წყაროებთან წვდომასა და მცირე ბიზნესების გარკვეულ დაფინანსებას
გულისხმობს. პროექტი შეეხება მიგრანტებს, რომლებიც 1 წელიწადზე მეტია
იმყოფებიან არალეგალურ ემიგრაციაში და მათ, რომლებიც 1 წელიწადზე
ნაკლებია, რაც სამშობლოში დაბრუნდნენ.
"დაახლოებით 2 წელია ამ პროექტს ვახორციელებთ, თუმცა იმერეთის,
რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს მიგრაციის საერთაშორისო
ორგანიზაცია მოიცავდა. ახლა კი ჩვენი ბიუჯეტით მთლიანად ვფარავთ მთელ
ქვეყანას. ვაფინანსებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, წარმოგვიდგინონ
იდეები, რათა სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს არ ჰქონდეთ უკან
დაბრუნების, სამშობლოს არალეგალურად დატოვების სურვილი", - ამბობს
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი.
წინადადებების წარდგენის ვადა 2017 წლის 20 თებერვალს,
18:00 საათზე იწურება.
პროექტის საერთო ღირებულება 590 ათასი ლარია, რომელიც რეგიონებზე
პროპორციულად ნაწილდება. იმერეთზე 87 500 ლარია განსაზღვრული.
მასალის გამოყენების პირობები