"მოვუწოდებთ მშბლებს დაიცვან მათი შვილები და საზოგადოება"
იმუნიზაციის პოპულარიზაციის და მისი მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმირებულობის მიზნით, მიმდინარე წლის 24-30 აპრილს ქუთაისში იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს.
იმუნიზაციის კვირეული ქუთაისის ააიპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრისა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით ტარდება, სადაც აღნიშნულ თემაზე შეხვედრა გაიმართა.
იმუნიზაციის კვირეული მიმართულია იმ დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით შესაძლებელია.
"მოვუწოდებთ მშბლებს დაიცვან მათი შვილები და საზოგადოება, რადგან აუცრელი ადამიანები საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის. მშობელმა უნდა იცოდეს სად, როდის და რამდენჯერ უნდა აცრან შვილები," - აღნიშნა ააიპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ჩიქოვანმა.
იმუნიზაციის კვირეული ევროპის რეგიონის წევრ ქვეყნებში 2005 წლიდან ტარდება. საქართველო იმუნიზაციის კვირეულს 2007 წლიდან შეუერთდა.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები