ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, ლაშა გვენეტაძეს ბრალი წაუყენეს.
ამის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში მისი ადვოკატი, გიორგი
დვალიშვილი განმარტავს. ის ამბობს, რომ დეპუტატთან ერთად, ბრალი მის
ძმასა და მეგობარსაც წაუყენეს.
ლაშა გვენეტაძის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი
ქუთისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. გიორგი დვალიშვილის
თქმით, საქმის წარმოება საქმე სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე
ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის
საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო
აღკვეთას ითვალისწინებს. პირს, ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში
7- დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ლაშა გვენეტაძემ და მისმა ძმამ პირი მამის
საფლავის გაძარცვის გამო სცემეს.
დაკავებულები ამდროისთვის ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩაზე, სამხარეო
პოლიციის წინასწარი დაკავების
იზოლატორში იმყოფებიან.
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე, სადაც საკრებულოს დეპუტატის ლაშა
გვენეტაძის მამის საფლავი გაძარცვეს,
მოპარულია საფლავის ქვაზე მიმაგრებული სპილენძის
ბარელიეფი.
ამავე თემაზე:
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს
გაძარცვული საფლავი და დაკავებული დეპუტატი
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები