ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ძმასთან და მეგობართან ერთად, ამ
დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
დეპუტატის ადვოკატი, გიორგი დვალიშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
განმარტავს, რომ დაკავებულებისთვის ბრალი ამ დრომდე არ
წაუყენებიათ.
"ბრალის წაყენების შემდეგ დადგება აღმკვეთი ღონისძიებები. ზუსტად არ
ვიცი, სავარაუდოდ დღეს, ან ხვალ უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი,
ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ," - ამბობს დვალიშვილი.
ადვოკატი განმარტავს, რომ ცემის ფაქტზე გამოძიება 5 იანვარს დაიწყო.
ხოლო საქმე 333-ე მუხლით აღიძრა, რაც სამსახურეობის უფლებამოსილების
გადამეტებას გულისხმობს.
ბრალდებულის სახით კი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ძმასთან და
მეგობართან ერთად, 6
თებერვალს ღამით დააკავეს.
საკრებულოს წევრის მხრიდან შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ 143-ე
მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტითაა დაწყებული.
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ლაშა გვენეტაძემ ძმასთან ერთად
მძარცველი სცემა, რომელმაც სავარაუდოდ დეპუტატის მამის
სასაფლაო გაძარცვა.
მასალის გამოყენების პირობები