8 თებერვალს, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში, საგაზაფხულო
სესია სოფო ბობოხიძის ფოტოგამოფენით გაიხსნება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, სოფო ბობიხიძის ფოტოები
პარლამენტის ფოიეში იქნება გამოფენილი.
ქუთაისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სხდომა 13:00
საათზე არის ჩანიშნული. მანამდე, კი 12:30 საათზე საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის ბრიფინგია
დაგეგმილი.
სოფო ბობიხიძე გასული წლის 11 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი
იპოვეს. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
მასალის გამოყენების პირობები