ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "
დევნილთა ქალაქის" მშენებლობის პროცესი, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში შეფერხდა.
"უამინდობის გამო შეფერხდა მშენებლობის პროცესი, თუმცა უკვე საძირკველი ამოღებულია და მუშაობა ჩვეულებრივ რეჯიმში მიმდინარეობს,"- ამბობს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოს უფროსი გია სანთელაძე.
ქუთაისში დევნილთა ქალაქის მშენებლობის პირველი ეტაპი წელიწადნახევარში დასრულდება.
მშენებლობის პირველ ეტაპზე ორი საცხოვრებელი კორუსი მოეწყობა და ბინებში დევნილების შესახლება მოხდება.
დევნილთა ქალაქი ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შერვაშიძის ქუჩა N 35 - ში მოეწყობა.
დევნილთა ქალაქის სრული პროექტის მიხედვით 2,7 ჰექტარი მიწის მონაკვეთზე, დევნილებისთვის ოცდახუთი 16 სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელიც 2000 ოაჯხზე იქნება გათვლილი. დევნილთა ქალაქთში იმერეთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეასახლებენ.
ქუთაისში სულ 4000 - მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. აქედან, 2009 წლიდან დღემდე, ბინები მხოლოდ 681 დევნილ ოჯახს გადაეცა. შესაბამისად, ქუთაისში 3319 დევნილი ოჯახი, ისევ საცხოვრებელი ფართის გარეშე რჩება. იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოს უფროსის გია სანთელაძის თქმით, ქუთაისში "დევნილთა ქალაქი" თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სერვისებით მოეწყობა.
როგორი იქნება ქუთაისში დევნილთა ქალაქის ინფრასტრუქტურა, ნახეთ
ფოტო:ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები