ვანის, ბაღდათის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების
სოფლებში, დიდთოვლობის გამო, ფიდერები ავარიულად არის გამორთული.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრის ინფორმაციით, სოფლებში
პრობლემები დაბალი ძაბვის ქსელებს შეექმნა, რაც თოვლის მაღალი საფარის
მიზეზით წარმოიქმნა.
"თოვლის მიუხედავად აღდგენითი სამუშაოები არ შეწყვეტილა. "ენერგო-პრო
ჯორჯიას" მომსახურების ცენტრებში პერსონალი მობილიზებულია.
მთიან ზონებში, სადაც გადაადგილება გართულებულია, გაიგაზავნა მაღალი
გამავლობის ტექნიკა, რათა უგზოობის გამო ავარიების აღდგენა არ
შეფერხდეს,"- აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, დასავლეთ ცენტრალურ ფილიალში, დიდთოვლობის მიუხედავად,
მასშტაბური გამორთვები არ არის.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, ქუთაისში აბონენტებს ძაბვა მიეწოდებათ.
ასევე, ელექტროენერგია აქვს ყველა რაიონულ ცენტრს და სასიცოცხლო
ობიექტებს.
მასალის გამოყენების პირობები