ან ხელისუფლება შეეშვება პარლამენტს ქუთაისში, ან ის მიიღებს პანღურს ქუთაისისგან!" - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.
საქართველოს პარლამენტის შენობასთან და ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენია სახლია" ეხმაურება. ორგანიზაციის წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მორიგი უპასუხისმგებლობა და საკანონმდებლო ნორმებთან აგდებული დამოკიდებულებაა.
"დღევანდელი ხელისუფლება ვერ იაზრებს იმ შედეგს, რაც მათი მხრიდან კონსტიტუციის შეურაცმყოფას მომავალში მოჰყვება. როცა ხელისუფლება თავად არღვევს კანონს, ის წახალისებას უკეთებს სამართლებრივი სივრციდან დანარჩენი საზოგადოების გამოსვლასაც. ახალი ხელისუფლების მოსვლიდან სამი წლის შემდეგ ქუთაისი სოციალური კატასტროფის წინაშეა, ქალაქი იცლება და დარჩენილი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა.
ქუთაისის ივანიშვილის-ღარიბაშვილის მთავრობისგან პროგრესს ელის და ეს პროგრესი ნგრევასთან ვერ იქნება ასოცირებული.
პარლამენტის შენობის ფუნქციონირება ქალაქ ქუთაისში კონსტიტუციითაა გაწერილი და რომელიმე ივანიშვილ-ღარიბაშვილის გადასაწყვეტი კონკრეტული მუხლის ცვლილება არ არის.
ან ხელისუფლება შეეშვება პარლამენტს ქუთაისში, ან ის მიიღებს პანღურს ქუთაისისგან!" - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს იმერეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის სახლის აშენების საჭიროება არ იყო.
"ვცდილობთ მოვუძებნოთ ფუნქცია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას," -
განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები