ქუთაისის საკრებულოს რიგით 29 - ე სხდომაზე ავტომობილებზე ქონების
გადასახადის წესის დამტკიცება მსჯელობის საგანი გახდა.
საკითხი "რესპუბლიკური პარტიის"ყოფილმა წევრმა ნატო
ქათამაძემ გააკრიტიკა.
"ეს არის ის დაპირება და კეთილდღეობა, რასაც ხელისუფლება დაგვპირდა?"
- განაცხადა ქათამაძემ.
ქალაქის მერი, შოთა მურღულია კი საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ
ცვლილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ქუთაისში ავტომობილებზე
ქონების გადასახადი მოსახლეობის უმეტესობას არ შეეხება.
"ქუთაისში არ შეეხება ეს გადასახადი მოსახლეობის, ალბათ, 98% - ს. მათ
კი, ვისაც 40 000 ლარზე მეტი აქვს შემოსავალი წლიურად, ვფქრობ არ
ექნება არანაირი პრობლემა 0,2 % - ის გადახდაზე. საერთო ჯამში, ეს
ცვლილება ძალიან კარგია, რადგან ბიუჯეტს მეტ თანხას მოუტანს," -
განმარტა მურღულიამ.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ავტომობილებზე ქონების გადახდის წესი
დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომობილებზე ადგილობრივი
გადასახადების შემოღების წესი საქართველოს
საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად
დაწესდა.
მასალის გამოყენების პირობები