ახალი ამბები
ქუთაისის მაჟორიტარები "მაკდონალდსის" მშენებლობაზე - ქალაქის იერსახე არ უნდა დამახინჯდეს
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარების განმარტებით, ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" მშენებლობით ქალაქის ისტორიული იარესახე არ უნდა დამახინჯდეს. 

გენადი მარგველაშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებს, რომ საზოგადო განხილვის საგანი უნდა იყოს თუ როგორი შენობა შეიძლება აშენდეს ქალაქის ცენტრში.

"ნამდვლად არ მინდა ქალაქის ცენტრში, მითუმეტეს ჩემი საარჩევნო უბანი არის, უსახური შენობა იყოს. თუ ეს დაამშვენებს ქალაქს, გააძლიერებს იერსახეს და პლიუს ამას ეკონომიკურადაც მომგებიანი იქნება, რატომაც არა, მაგრამ ამას უნდა დეტალებში გარკვევა. ყველა დეტალს უნდა ჩავეძიოთ და ვფიქრობ, თვითონ ქალაქის და ქუთაისელების გადასაწყვეტი უნდა იყოს ყველა ვარიანტში. ჩვენ, პირველ რიგში, საქართველოზე და ქუთაისზე უნდა ვიფიქროთ", - ამბობს მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მარგველაშვილი.

მისივე ინფორმაციით, მას ამ საკითხზე ქალაქის მერთანაც ჰქონდა საუბარი და აღნიშნავს, რომ ობოექტი იმ სახით, რა სახითაც არის განთავსებული ბანერზე, არ აშენდება.

ანალოგიურად ფიქრობს ქუთაისის მეორე მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი მხეიძეც. მისი თქმით, ქალაქის ცენტრში შესაძლოა იყოს კვების ობიექტი, თუმცა ის ამოვარდნილი არ უნდა იყოს არსებული არქიტეტურიდან.

"ნუ დავუპირისპირებთ ერთმანეთს ბიზნესს და კულტურის სექტორს. ეს არ არის ისეთი რამ, რაც კულტურულ მემკვიდრეობას ეწინააღმდეგებოდეს, ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს ქართველობას, ქუთაისელობას, ადამიანობას", - ამბობს დიმიტრი მხეიძე.

კოლეგებისგან განსახვავებული პოზიცია აქვს ქალაქის მესამე მაჟორიტარ დეპუტატს, კობა ნარჩემაშვილს.

მისი მოსაზრებით, ტერიტორია, სადაც უნდა აშენდეს "მაკდონალდსი", წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო და მისი განაშენიანება უნდა მოხდეს.
დეპუტატი ირწმუნება, რომ კვების ობიექტის მაკეტი ამ დრომდე არ უნახავს და შესაბამისად, მის შეფასებას ვერ გააკეთებს.

"სამწუხაროდ არ მინახავს. თუმცა, არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ არქიტექტურული თვალსაზრისით შევაფასო, მიუხედავად იმისა, რომ სხვაზე არანაკლები მესმის", - განმარტავს ნარჩემაშვილი.

მისივე მტკიცებით, მშენებლობის საკითხი, ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვიტა და ობიექტი ქალაქის არქიტექტურასთან  შერწყმული იქნება.




ამავე თემაზე:


ქუთაისში სასულიერო პირები "მაკდონალდსის" მშენებლობას აპროტესტებენ

გია თევდორაძე ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობაზე – ეს არის უზნეობის გამოვლენა

გოგი წულაია: "მაკდონალდსის" სახით ქუთაისში კიდევ ერთი სიმახინჯე გვექნება

ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო 112 გამოიძახეს

ქუთაისელები ცენტრალური მოედნიდან ე.წ ქუჩის საათის გადატანაზე – გამოკითხვა (ვიდეო)

ქუთაისის მერიას "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი ჯერ არ განუხილავს

ეთნოგრაფიული მუზეუმი "მაკდონალდსის" ნაცვლად–ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.