იმერეთის ერთ--ერთი მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორი,
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში ყვება, რომ მანდატურს, რომელიც ამავე
სკოლის მოსწავლე გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია
ეჭვმიტანილი, სისტემატიურად, გოგონა სკოლაში საკუთარი ავტომობილით
მიჰყავდა.
დირექტორის თქმით, მე-11 კლასელი გოგონას ორსულობის შესახებ
რაიონის ერთ-ერთი სამედიცინო
დაწესებულების ექიმმა შეატყობინა.
"დამირეკეს და მითხრეს, თქვენი
მოსწავლე იყო ჩვენთან და ორსულადააო. ამის შემდეგ მე მივმართე ოჯახს
და რესურსცენტრს",- აცხადებს სკოლის დირექტორი.
არსებული ინფორმაციით, მე-11 კლასელი გოგონა 4 თვის
ორსულია. სკოლის დირექტორის თქმით, გოგონას მიმართ
ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
"ერთი სოფლიდან არიან. მანქანით მოჰყავდა მანდატურს დილით. ძალადობას
ადგილი არ ჰქონია. თავად ეს გოგოც იყო მოსული ჩემთან მშობელთან ერთად
და მშვიდად მითხრა, დაოჯახებას ვაპირებთო",- აცხადებს სკოლის
დირექტორი.
დირექტორი სკოლის მანდატურს დადებითად ახასიათებს, თუმცა ამბობს, რომ
არ დაუშვებს სკოლაში მის დაბრუნებას.
"ან მე წავალ სკოლიდან, ან ის. გოგონა კი ჩემი მოსწავლეა და სწავლის
გაგრძელებაზე უარის თქმის უფლება არ მაქვს",- ამბობს დირექტორი.
თავად სოფელში მომხდარის თაობაზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ მსავსი
არააფერი სმენიათ.
იმერეთის ერთ-ერთი მუნიცპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლესა და 40
წლამდე ასაკის მანდატურს შორის სქესობრივი კავშირის ფაქტზე სისხლის
სამართლის საქმე 140-ე მუხლით არის აღძრული, რაც 16 წლამდე
მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ
ქმედებას გულისხმობს.
მანდატური, რომელიც არასრულწლოვათან სქესობრივ კავშირშია ეჭვმიტანილი,
სამსახურიდან გათავისუფლებულია.
მასალის გამოყენების პირობები