ახალი ამბები
5 გიჟური საათი ინაუგურაციამდე
FaceBook
მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება კაპიტოლიუმისაკენაა მიმართული, სამ კილომეტრში ყველაზე დიდი და ისტერიული მოქმედებები ხდება - პრეზიდენტთა საცხოვრებელის ცვლილებები.
ასეთი გააფთრებული ამერიკული რიტუალი თქვენ არასოდეს გინახავთ, რასაც ჰქვია - "ოჯახების გადასვლა", საქმიანობის ხუთსაათიანი ქარიშხალით პრეზიდენტ ობამას სახლი უნდა გადაიქცეს პრეზიდენტ ტრამპის სახლად.
"ეს ორგანიზებული ქაოსია" - ამბობს გარი უოლთერსი, თეთრი სახლის მთავარი შვეიცარი, რომელიც უკვე ხელმძღვანელობდა რამდენიმე "გარდაქმნას" 21 წლიანი მოღვაწეობისას თეთრი სახლში.
"ეს არის ენერგიული და დამღლელი" - ამატებს ანა სტაკი, რომელსაც ამ ყველაფრის დანახვა ახლოდან მოუხდა კლინტონების სოციალურ მდივნად მუშაობისას.
აი, რა ხდება ინაუგურაციის დღეს - იმ ხუთი, გაცხარებული საათის განმავლობაში.

სიმშვიდე ქაოსამდე
ზუსტად დილის 4 საათზე 90-მდე თეთრი სახლის თანამშრომელი და რამდენიმე სანდო კონტრაქტორი გამოჩნდება - მზადყოფნაში, შეასრულონ წინასწარ შემუშავებული ბრძოლის გეგმა.
სამზარეულოს თანამშრომლები არ შედიან ამ სიაში, რადგანაც ცალკე, სხვა სამზადისი მიმდინარეობს მათთან ახალი პრეზიდენტის დასახვედრად და ამავე დროს, ძველის გასამასპინძლებლად.
ისინი ემზადებიან საუზმისთვის, ტრადიციული ყავისთვის, ამზადებენ შუადღის წასახემსებელს და ვახშამს, ღმერთმა უწყის რამდენ ადამიანზე. აგრეთვე უნდა დაიჭირონ სამზადისი შემდეგი დღის სოციალური ღონისძიებებისათვის.
მკაფიო რომ იყოს, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებთ, ჩვენ ვსაუბრობთ რეზიდენციის თანამშრომლების და არა ადმინისტრაციულ თანამშრომელთა შესახებ, - პრესმდივანი არ ამზადებს პირველი ოჯახის ლოგინს და მრჩევლები არ ალაგებენ წინდების უჯრას.
ახალი ოჯახის ზოგიერთი ნივთები უკვე შეიძლება დასაწყობებული იყოს პირველ სართულზე, ჩინურ ოთახში, სადაც ნაკლები მოძრაობაა, ისე რომ, გარედან არ გამოჩნდეს ეს სამზადისი.
"ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სახლი კვლავ ეკუთვნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, სანამ ახალი არ აღმართავს მარჯვენას და ფიცს არ წარმოთქვამს" - ამბობს სტივენ როშენი, სანაპირო დაცვის ყოფილი ადმირალი თეთრ სახლში მუშაობის დაწყებამდე.

დამშვიდობება
ზუსტად 8:30 წუთისათვის, თეთრი სახლის პერსონალ-თანამშრომლები იკრიბებიან სახელმწიფო სასადილო ოთახში პირველ ოჯახთან დასამშვიდობებლად და სპეციალური საჩუქრის გადასაცემად. ამ საჩუქრის გადაცემის ტრადიცია 1989-ში, პრეზიდენტ რეიგანის წასვლისას დაიწყო, - თეთრი სახლის ისტორიულ ხის ყუთში ათავსებენ შეერთებული შტატების დროშებს - რომელიც ფრიალებდა თეთრ სახლზე ინაუგურაციისა და პრეზიდენტობის ბოლო დილას.
ეს მომენტი ყოველთვის ტკბილ-მწარეა.
"პრეზიდენტ ბუშმა ცრემლებით იტირა, როცა მან მიმართა თანამშრომლებს" - გვეუბნება როშენი უმცროს ბუშზე, - "როგორც გადამდგარი სამხედრო, არ მაქვს უფლება ცრემლი დავანახო ვინმეს, თუმცა მეც ვიტირე - ისევე როგორც სხვა თანამშრომლებმაც".
ერთი საათის შემდეგ იწყება ოფიციალური ღონისძიება, რომელსაც წამავალი პრეზიდენტიც ესწრება და სადაც მომავალი და წამავალი ვიცე-პრეზიდენტები მიირთმევენ ყავას ლურჯ ოთახში მეუღლეებთან და კონგრესმენთა ესკორტთან ერთად.
ზუსტად 10:30 წუთზე ისინი ტოვებენ თეთრ სახლს ჩრდილოეთ გალერეადან და ლიმუზინებს მიჰყავთ კაპიტოლიუმისაკენ.
10:31 წუთზე მუშები და თანამშრომლები იწყებენ "ფრენას" საცხოვრებლის ოთახებსა და დერეფნებში - განსაკუთრებით პირველი ოჯახის საძინებელ კვარტალში - დასავლეთ ფრთის მეორე და მესამე სართულებზე. წამავალ პირველ ოჯახს წესისამებრ, უკვე შეფუთული აქვს პირადი ნივთები.

სატვირთო ბალეტი
წამავალი ოჯახის სატვირთო მანქანა დაცვის საიდუმლო სამსახურის და შეერთებული შტატების პოლიციის თანხლებით დასავლეთის ჭიშკრიდან გამოდის. ამავდროულად, სხვა, საშუალო ზომის ტრანსპორტი ახორციელებს ავეჯისა და ხელოვნების ნიმუშების გადატანას თეთრი სახლის მერილენდის საწყობში და პირიქით, საწყობიდან - თეთრ სახლში.
კომერციულმა გადამზიდებმა შეიძლება გადმოტვირთოს ტვირთი მხოლოდ საწყობში, რადგან უსაფრთხოების მიზნით მხოლოდ თეთრი სახლის თანამშრომლებს აქვთ უფლება შეიტანონ იგი თეთრ სახლში. ამიტომაც, ელექტრიკოსები, დურგლები და სხვა თანამშრომლები დროებითი გადამზიდები ხდებიან - "ასე, პირადი ნივთები არასოდეს აღმოჩნდება გასაყიდად იბეიზე".

დასუფთავება, შეკეთება, მორთვა...
მას შემდეგ რაც წამავალი ოჯახის ქონება გატანილია, დამლაგებლები შეესევიან ოთახებს, გახეხავენ რისი გახეხვაც კი შეიძლება. ხალიჩები და ფანჯრები დაირეცხება, გამოსაცვლელები შეიცვლება. ყოველი შემთხვევისათვის, ახალი ოჯახი შინაური ცხოველებისადმი ალერგიული რომ აღმოჩნდეს, სპეციალურად გასუფთავდება ჰაერიც.
ოთახის ტემპერატურა და ტენიანობის დონე წინასწარ შეთანხმებულ ნორმაზე დგება ახალი ოჯახის სურვილისამებრ.
სანტექნიკოსები, დურგლები და ინჟინრები ასრულებენ მცირე შესაკეთებელ სამუშაოებს. ელექტრიკოსებს შეიძლება მოუწიოთ ახალი გამანაწილებელის თუ ახალი განათების აწყობა და დამონტაჟება, ტელევიზორისა და ინტერნეტ სადინარების მწყობრში მოყვანა. დურგლები და კურატორები ახალი ხელოვნების შედევრების დაკიდებას იწყებენ კედლებზე, მღებავები აქა-იქ გაშავებული მონაკვეთების ფერუმარილს, რადგან შპალერების და სხვა დიდი სამუშაოების შესრულება ინაუგურაციის დღეს არ ხდება - რადგან, უბრალოდ, არაა საკმარისი დრო.

საძინებლების გამართვა
საცხოვრებელს 16-მდე საძინებელი აქვს და დურგალ-დიზაინერებს შეუძლიათ ამ ოთახების კონვერტირება ლუქსებად ან პირიქით. შეუძლიათ კარებების გახსნა ან კედლის მოხსნა იოლად.
ახალი პრეზიდენტის დეკორატორი და რამდენიმე სხვა თანამშრომელი მონაწილეობას ღებულობს ავეჯის ამოღებასა და განლაგებაში.
ყველა ყუთი იცლება, ტანსაცმელები და საცვლები ლაგდება უჯრებსა და კარადებში.
პირველი ოჯახის სასურველი ნივთები შეძენილია გაცილებით ადრე და მზადაა მათთვის - ყველაფერი, მატრას-ლეიბებიდან და ზეწრებიდან დაწყებული, შხაპის ტელეფონისა და საპარსავი კრემის ჩათვლით. პირველ ოჯახს არასოდეს უთავდებათ ტუალეტის ქაღალდი.

მომარაგება
პირველ ოჯახს გააჩნია პირადი სამზარეულო და კაბინეტი მეორე სართულზე, აგრეთვე სასმელების ბარი და მეორე სამზარეულო მესამე სართულზე. ეს სამზარეულო პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა დაამატა, რომელიც ბევრ დროს ატარებდა სოლარიუმში და სურდა იქვე მოემზადებინა სუპი და არ დასჭირვებოდა მეორე სართულიდან კიბით ამოტანა.
სამზარეულოები და კაბინეტის უჯრები ივსება სასმელების, წასახემსებლების და სხვა პროდუქტების მარაგებით, რასაც კი ოჯახი ითხოვს (არ დაგვავიწყდეს, პრეზიდენტი თავად იხდის პროდუქტების თანხას).
მეყვავილე აგზავნის ახალ და ცინცხალ ყვავილებს ყველგან, მთელს სახლში. თეატრს ავსებენ ახალი ფილმებით, ბოულინგის ხეივანს ახალი კედებ-ფეხსაცმელით აახლებენ.

ოვალური ოფისი
ის ერთადერთი ოთახია, - განსაკუთრებული და აღმატებული ყურადღების ქვეშ. პირველი, რაც პრეზიდენტს სურს ნახოს...
ყოველი პატარა ნაბიჯის თუ ცვლილების მიღმა შეიძლება დაინახო თუ რისი თქმა სურს ახალ პრეზიდენტს. მაგალითად, პრეზიდენტ ობამამ უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი შეცვალა მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტით. ტრამპი კი აპირებს, ოვალურ ოფისში უკან დააბრუნოს ომისდროინდელი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი...
ნიქსონის ინაუგურაციის დროს, ელექტრიკოსებს დასჭირდათ გაეტანათ ტელევიზორების კრებულები დამონტაჟებული მედიით შეპყრობილი ლინდონ ჯონსონის მიერ. როცა ფორდი გახდა პრეზიდენტი, მას კი დასჭირდა ნიქსონის ჩამწერი დანადგარები და ხაზები ჩამოეწყვიტა კედლებიდან.
ყველა ავეჯი, ფარდა თუ ნამუშევრები შეიცვლება - თუკი ამას ახალი პრეზიდენტი გადაწყვეტს.
ხალიჩა საპრეზიდენტო ლოგოთი შეიძლება დარჩეს, ცოტა ხნით მაინც, რადგან ახლის დამზადება დიდ დროს მოითხოვს.
შუადღემდე, ეროვნული არქივის ადმინისტრაციის ჯგუფი გაასუფთავებს ყველაფერს, თუკი სადმე რაიმე დოკუმენტისმაგვარი დარჩა ძველ ადმინისტრაციას, კომპიუტერის მყარი დისკების ჩათვლით. ისინი, აგრეთვე წაიღებენ საჩუქრებს სხვა ქვეყნების ლიდერებისაგან, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო გამოფენილი.

3:30 წუთი: ბოლო ვადა
3:30 წუთიდან 5 საათამდე, ახალი ოჯახი დაბრუნდება გარდაქმნილ თეთრ სახლში.
შემოსვლისთანავე (როგორც წესი, ისინი სამხრეთ ჭიშკრიდან შემოვლენ), მთავარი შვეიცარი მიესალმება და პირველ სიტყვად ეტყვის: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თქვენს ახალ სახლში, ბატონო პრეზიდენტო.

მანუჩარ კაჭახიძე,
"ვაშინგტონ პოსტის" მასალებზე დაყრდნობით
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.