ახალი ამბები
"ოქროს გლობუსი" საუკეთესო დრამისთვის "მთვარის შუქს" გადაეცა
FaceBook
ლოს–ანჟელესში "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო დრამად ბარი ჯენკინსის "მთვარის შუქი" დაასახელეს.
ფილმი აფროამერიკელ შირონზე მოგვითხრობს, რომელიც მაიამის სხიფათო გარეუბანში ცხოვრობს, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობა ყვავის.

"მთვარის შუქმა" კენეტ ლონერგანის ფილმი "ზღვისპირა მანჩესტერი", მელ გიბსონის "სინდისის ქენჯნა", ჰარტ დევისის "ლომი" და დევიდ მაკენზის "ნებისმიერ ფასად" ჩამოიტოვა.

"ოქროს გლობუსზე" საუკეთესო დრამატული როლის ქალი შემსრულებლის ნომინაციაში იზაბელ იუპერი დაასახელეს. მსახიობმა მთავარი როლი პოლ ვერხოვენის ფილმში "ის" შეასრულა, რომელიც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი გახდა.

საუკეთესო დრამატულ სერიალად ბრინატული Netflix–ის მიერ წარმოებული "გვირგვინი" დაასახელეს. სერიალმა ამ კეტეგორიაში "სამეფო კარის თამაშები" ჩამოიტოვა.

"ოქროს გლობუსის" ლიდერი აღმოჩნდა მიუზიკლი "ლა–ლა–ლენდი" , რომელმაც შვიდ ნომინაციაში გაიმარჯვა.

ფილმში მთავარი როლის შესრულებისთვის "ოქროს გლობუსი" კანადელ მსახიობს, რაიან გოსლინგს გადაეცა. საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო "ლა–ლა–
ლენდის" რეჟისორს, დემიენ შაზელს ერგო.

"ოქროს გლობუსზე" ჯილდოები კინოს 14 და 11 სატელევიზიო კატეგორიაში გაიცემა.

დაჯილდოებაზე გამარჯვებულები ამერიკის კინოაკადეემის "ოსკარის" სავარაუდო პრეტენდენტებად მოიაზრებიან.

მიმდინარე წელს "ოსკარის" ცერემონიალი 12 თებერვალს გაიმართება.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.