ქუთაისში დედამიწის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოლოგიის მცველებმა" აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორადი ნივთების გამოყენებით, თემატური გამოფენა მოაწყვეს.
ხელნაკეთი ნივთების გამოფენაში მონაწილეობას, ასევე, იღებდნენ ქუთაისის #1, #9, #12, #24, კერძო სკოლა "გონი" და სტუდენტურ უფლებათა ლიგას წარმომადგენლები. მათი განცხადებით, მზად არიან მომავალშიც ჩაერთონ მსგავს აქტივობებში .
"ჩვენი სკოლა ყოველთვის ღებულობს მონაწილეობას ყველაფერში რაც ქალაქთანაა დაკავშირებული და შემდეგშიც აუცილებლად ჩავერთვებით მსგავსს აქტივობებში" - ამბობს #24-ე სკოლის პედაგოგი ნატო დანგაძე.
ეკოლოგიის მცველების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი აქტივობები მომავალშიც განხორციელდება.
"ძალიან ლამაზი დღე გამოგვივიდა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად შევეცადეთ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ მეორად ნივთებს შეიძლება სხვა დატვირთვაც მივანიჭოთ, არ ვაქციოთ ნაგვად და თუნდაც დეკორატიული ფუნქციით გამოვიყენოთ. მიხარია, რომ ეს შევძელით, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რესურსების დაზოგვა. ამ აქციით არც არაფერი დაწყებულა და არც არაფერი დამთავრებულა, ჩვენ სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს და აუცილებლად განვახორციელებთ ," – ამბობს "ეკოლოგიის მცველების" პრეზიდენტი ბელა კირკიტაძე.
ხატია ბანძელაძე
მასალის გამოყენების პირობები