რეგისტრაცია, გასული წლების მსგავსად, წელსაც სამეტაპიანი იქნება.
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 23 აპრილიდან დაიწყება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რეგისტრაცია, გასული წლების მსგავსად, წელსაც სამეტაპიანი იქნება.
მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომელთა მშობლებიც სკოლებში მუშაობენ, რომელთა და-ძმა უკვე სწავლობს სკოლაში, თუ ისინი ტყუპები არიან.
პირველკლასელთა რეგისტრაციის სრულ განრიგს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხვალ გამოაქვეყნებს.
interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები