ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი ფილოსოფიური ნაშრომები გააცნეს
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ფილოსოფიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა თავინთი ნაშრომები გააცნეს.

"ჰუსერლის ფენომენოლოგია", "ცნობიერების ფილოსოფია", "ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკენეებში" და ა.შ – ეს ის ნაშრომებია, რომლებიც ამ დრომდე ქართულ ენაზე არ არსებობდა. წიგნები შეხვედრის ორგანიზატორების, სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ითარგმნა.

მათი თქმით, ნაშრომები უკვე სასწავლო პროცესის ნაწილია, რაც სტუდენტების განათლებას მეტად უწყობს ხელს.

"გამოცემული წიგნების უმეტესობასთან მანამდე სტუდენტებს შეხება არ ჰქონიათ, რადგან არ იყო ნათარგმნი. ჩვენ კი გვინდა, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოდოთ სტუდენტებს და მივცეთ შანსი გაეცნონ ახალ ფილოსფიურ ნაშრომებს," - განაცხადა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწემ, ვახტანგ ქარელმა.

მისივე ინფორმაციით, ინსტიტუტში 2011 წლიდან ამ დრომდე 9 ფილოსოფიური ნაშრომი ითარგმნა.

პრეზენტაციის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი შეხვედრები ქვეყნის სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

საქართველოში ფილოსოფიის ინსტიტუტი 1946 წლიდან არსებობს. 2011 წლიდან კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა და ფილოსოფოს სავლე წერეთლის სახელი მიენიჭა.

მიმდინარე წელს ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წელი შესრულდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.