ახალი ამბები
ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი სამი კომპანიის მფლობელი დააკავეს
FaceBook
ჭიათურაში მანგანუმის შემცველი პროდუქციის უკანონოდ შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციის განმახორციელებელი კომპანიების მფლობელები დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომპანიების შპს "მანგანუმ სერვისის", შპს "მარსის" და შპს "მარსი 2014"-ის მესაკუთრეები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

"ბრალდებულებმა, აღნიშნული კომპანიებით საქმიანობის პროცესში, განიზრახეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება. ამ მიზნით, ისინი საბუღალტრო დოკუმენტებში შეგნებულად არასწორად ასახავდნენ შემოსავლებსა და ხარჯებს, არასწორ მონაცემებს აფიქსირებდნენ საგადასახადო დეკლარაციებში, რითაც საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 1 200 000 ლარის ზიანი. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა," – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები დაკავებულთა მიერ სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შესაძლო ჩადენის, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა კომპანიების ხელმძღვანელ პირთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა-დადგენის მიზნით.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გიორგი ნინიკაშვილის, მალხაზ კახნიაშვილისა და გოჩა საყვარელიძის მიმართ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტები ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, ჭიათურაში სამთო–მომპოვებელი კომპანია შპს "ჯორჯიან მანგანეზის" იურისტი, მირიან ბიჭიკაშვილიც დააკავა.

უწყების ცნობით, მან ექსპერტიზის ჩამტარებელი პირის მოსყიდვა სცადა. კომპანიას გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ედავება. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, "ჯორჯიან მანგანეზმა" გარემოს 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიაყენა.

დაკავებული იურისტის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

თუმცა, მირიან ბიჭიკაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. შპს "ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ზაქარია ზალიკაშვილმა, ქუთაისიპოსტთან საუბარში, იურისტის დაკავება "აბსურდის თეატრად" შეაფასა.

მირიან ბიჭიკაშვილის საქმის გახილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 12 დეკემბერს შედგება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.