გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან
შედარებით დათბება და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ქარის სიჩქარე შესუსტდება და
დროგამოშვებით 17-22 მ/წმ-ია მოსალოდნელი.
2016 წლის 25 ნოემბრიდან კი ქარი ჩადგება და კვირის ბოლომდე თბილი,
უნალექო ამინდი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში გუშინ ზოგან მოთოვა, ჰაერის ტემპერატურა -1,
+4 გრადუსი იყო. ღამის საათებში ბარში ყინვები დაფიქსირდა (-2, -7
გრადუსის ფარგლებში, თბილისში -2, -4 გრადუსი).
მასალის გამოყენების პირობები