ქუთაისიდან სათაფლიის მიმართულებით ახალმა
ელექტროავტობუსებმა მოძრაობა დაიწყო.
ავტობუსი, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ყოველდღიურად იმუშავებს
(გასვლის ინტერვალი 30 წუთი).
ტრანსპორტი იმოძრავებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე
ტერიტორიიდან (რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთა),
რუსთაველისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით – სათაფლიის
მიმართულებით.
მგზავრობის ღირებულება 1 ლარს შეადგენს და გადახდა ნებისმიერი საბანკო
ბარათითაა შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები