ახალი ამბები
"არ შეიძინოთ კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები"
FaceBook
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსახლეობამ ხორცის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოს შენახვისა და განთავსების პირობებს. კერძოდ, ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით - 2-დან 6-გრადუსამდე; შენახვის ვადა 48 საათია.

"გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: იმ ქვეყნის დასახელება, სადაც მდებარეობს სასაკლაო; იმ სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი; ხორცის დამზადების თარიღი და საათი;

თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო"), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი; ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც ხორცი ინახება.

კვერცხის შეძენისას, ყურადღება მიაქციეთ შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვარგისიანობის ვადას, ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხის წარმოშობის ქვეყნისა და წარმოების თარიღის შესახებ.

გაითვალისწინეთ - ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია",- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სკოლებში, ჩინური
ენის სწავლებასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს.
12:13 / 18.04.2025
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სკოლებში, ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს.
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა
დაგეგმილი.
13:42 / 17.04.2025
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.