აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია
ჩატარდა.
ლექცია თემაზე "საქართველოს სახელმწიფო რეალობა, პრობლემები და
პერსპექტივები" მოწვეულმა პროფესორმა, გელა ხუციშვილმა წაიკითხა.
მან სასწავლებლის სტუდენტებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრების
ისტორია გააცნო.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს საზღვრები, როგორც
სახმელეთო, ასევე, საზღვაო. სასიხარულოა, რომ სტუდენტებში მსგავსი
თემები დიდი ინტერესით სარგებლობს," - განაცხადა გელა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი ხასიათის ლექციები სტუდენტებს დაეხმარებათ
გააცნობიერონ სახელმწიფოში არსებული პრობლემები, თავიანთი როლი და
ფუნქცია.
მასალის გამოყენების პირობები