"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, დილის 10
საათის მონაცემებით, იმერეთის მასშტაბით 40 ფიდერი ავარიულადაა
გათიშული.
ამ დროისთვის ფიდერები ქუთაისის სერვისცენტრში, სამტრედიაში,
წყალტუბოსა და ხონშია გათიშული.
"სამუშაოები, პრაქტიუკულად, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და
მონაცემებიც ყოველწუთიერად იცვლება," – განმარტავს ქუთაისიპოსტთან
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეონა
გეგუჩაძე.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, ავარიულად გათიშული ფიდერების უმეტესობა
დღის ბოლომდე აღდგება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ
სპეციალისტებთან ერთად, უახლოეს საათებში, დახმარე ძალას აღმოსავლეთ
საქართველოდანაც ელოდებიან.
ქუთაისში ძლიერი ქარის გამო მოსახლეობას არც წყალი მიეწოდება.
შინაგან სამქეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ცენტრის 112–ის
ინფორმაცით, მიმდინარე წლის 20 ნოემბრის ღამის საათებიდან ამ დრომდე
იმერეთის რეგიონიდან 150, ქუთაისიდან კი 70 შეტყობინება შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები