საქართველოს პარლამენტის მე–9 მოწვევის დეპუტატებმა თავმჯდომარის
მოადგილეები აირჩიეს.
120 ხმით 2-ის წინააღმდეგ ირაკლი კობახიძის პირველი მოადგილე თამარ
ჩუგოშვილი გახდა.
"ქართულ ოცნების" მიერ დასახელებული ორი ვიცე-სპიკერის ხმები ასე
გადანაწილდა: ზვიად ძიძიგური 129 ხმით 2-ის წინააღმდეგ, ხოლო გია
ვოლსკი 129 ხმით 3-ის წინააღმდეგ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე სერგი
კაპანაძე წარადგინა, რომელსაც მხარი 94–მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 კი
წინააღმდეგი გახლდათ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან
ილია ნაკაშიძე გახდა. მის კანდიდატურას მხარი 131–მა პარლამენტრმა,
არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა.
"პატრიოტთა ალიანსიდან" ირაკლი კობახიძის მოადგილედ, 106 ხმით 24-ის
წინააღმდეგ, ირმა ინაშვილი აირჩიეს.
საქართველოს მე–9 მოწვევის პარლამენტში, ასევე,
5 ფრაქცია შეიქმნა, საპარლამენტო უმრავლესობის
ლიდერი კი არჩილ თალაკვაძე გახდა.
მე-9 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველო"
115 დეპუტატითაა წარმოდგენილი, 27 დეპუტატი ჰყავს
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 6 დეპუტატისგან შედგება "პატრიოტთა
ალიანსი".
რაც შეეხება "თოფაძე - მრეწველებს", პარტიას ერთი მაჟორიტარი დეპუტატი
ჰყავს. ასევე, პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვს საინიციატივო
ჯგუფის სახელით არჩეულ სალომე ზურაბიშვილს.
მასალის გამოყენების პირობები