ქუთაისში
მოსწავლეების გატაცების მცდელობაზე #2 საჯარო სკოლის
გარდა, საბავშვო ბაღებსა და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზეც
საუბრობენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, მათ სმენიათ რამდენიმე საბავშვო ბაღსა და
საღორიის ტყის მიმდებარედ ბავშვების გატაცების მცდელობის თაობაზე,
თუმცა კონკრეტულად ვერც ფაქტს და ვერც ადგილს ასახელებენ.
ქუთაისიპოსტმა ინფორმაცია ქალაქის რამდენიმე ადგილას გადაამოწმა, მათ
შორის მერიის მუნიციპალიტეტის კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში
(სადაც საღორიის ტყის ტერიტორია შედის) და საბავშვო ბაღების
გაერთიანებაში.
"ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. არანაირი
ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა. მით უმეტეს, გვაქვს კავშირი
სკოლებთანაც, მაგრამ მაგ ტერტიტორიაზე მსგავსი არაფერი გაგვიგია," –
ამბობს კახიანოურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წამყვანი
სპეციალისტი, ია შანიძე.
მოზარდების გატაცების მცდელობის თაობაზე ინფორმაციას არც ააიპ
ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში ადასტურებენ.
"ჩვეულებრივ განრიგში მიდის მუშაობა. სკოლებში გავრცელებული პანიკა
ჩვენთან არ შეინიშნება. ვინც არის პასუხისმგებელი ბავშვის გაყვანაზე,
იმის გარდა, ბავშვს ვერავინ გაიყვანს", – აცხადებს ბაგა–ბაღების
გაერთიანების საწავლო პროცესისა და მეთოდური სამსახურის კოორდინატორი,
ნუნუ ფერაძე.
ქუთაისიპოსტმა დღეს გაავრცელა ინფორმაციას, სადაც ქუთაისში, # 2
საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები, პირველი კლასელის გატაცების
მცდელობაზე საუბრობენ.
მათ თქმით, რადენიმე დღის წინ სკოლის ეზოში ერთ–ერთ პირველკლასელს
უცნობი მამაკაცი გაყოლას სთხოვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ქუთაისიპოსტს განუცხადეს,
რომ მეორე საჯარო სკოლიდან მოსწავლის გატაცების მცდელობაზე უწყებაში
შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც საპარტულო პოლიციამ სკოლაში
მოკვლევა განახორციელა. შსს–ში არ აკონკრეტებენ თუ საიდან შევიდა
შეტყობინება.
"პირველკლასელი მოსწავლის თქმით, ეზოში იყო ვიღაც მამაკაცი. ბავშვი
ვერ აღწერს ამ მამაკაცს. პოლიციის მიერ შემოწებულია ყველა სათვალთვალო
კამერა, თუმცა სკოლის ტერიოტრიაზე უცხო მამაკაცი არ ფიქსირდება.
ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუის ტირაჟირება და მსგავსი არც ერთი ფაქტი
არ მომხდარა იმერეთის რეგიონში," – განმარტავენ შინაგან საქმეთა
სამინისტროში.
ამავე თემაზე:
ქუთაისში მოსწავლის გატაცების მცდელობაზე შსს–ში
შეტყობინება შევიდა
მასალის გამოყენების პირობები