ასირიელი ქრისტიანებისთვის თავშესაფრების გადაცემის საკითხზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში შეხვედრას მართავს ასირიელთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტთან. როგორც გელა დუმბაძე ამბობს, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა საქართველოში ბავშვების ჩამოიყვანონ და ბანაკებში დაასვენონ.
"თემაა მათი განთავსება ქართულ ოჯახებში, ასევე ბანაკებში მათი დასვენების საკითხი. დეტალები გვაინტერესებს, რომ მზად ვიყოთ და გადავდგათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები." - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში.
ამ საკითხზე ინიციატივას პრემიერმინისტრი სავარაუდოდ მთავრობის უახლოეს სხდომაზე დააყენებს. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.
rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები