ქუთაისში ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე მოხვედრის მსურველს იგივე ფასების გადახდა მოუწევს, რა ფასებიც ისტორიულ მუზემშია დადგენილი - 2 ლარი სტუდენტი, ერთი ლარი მოსწავლე, დანარჩენი ვიზიტორებისთვის 3 ლარი. ხოლო ვისაც მუზეუმში დაცული ექსპონატების გიდის თანხლებით დათვალიერების სურვილი გაუჩნდება, მას 10 ლარის გადახდა მოუწევს.
ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში მირზაანის სახლ-მუზეუმში დაცული ტილოებია წარმოდგენილი. გამოფენის ინიციატორი და ორგანიზატორი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოა, რომელმაც აღნიშნული გამოფენა პროექტის მუზეუმების კოლექციების პოპულარიზაციის ფარგლებში განახორციელა.
გამოფენა 15 აპრილს გაიხსნა და 30 აპრილამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები