ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში "საქართველოს ფეროშენადნობთა
რესურსების კომპანიამ" საწარმოს მშენებლობა უკვე დაიწყო.
ჩინური კომპანია ქუთაისში 3 მილიონი დოლარის ინვესტიციის
განხროციელებისა და 80 ადგილობრივის დასაქმების პირობას დებს.
"მთავრი პრობლემა რაც გვაქვს, არის ელექტორენერგიის უზრუნველყოფა,
რომელიც საწარმოს დიდი სიმძლავრეებით დასჭირდება და როგორც კი ამ
საკითხს გადავჭრით, უკვე შეგვეძლება მოკლე დროში დავიწყოთ პროდუქციის
წარმოება",–აცხადებს კომპანიის დირექტორი ჯიგან ჯოუ ქუთაისიპოსტთან
საუბარში.
მისი თქმით, საწარმოს მთავარი მიმართულება სილიკო–მეტალის წარმოება
იქნება, ხოლო პირველ ეტაპზე წლიური ბრუნვა 12 მილიონი ლარი უნდა
იყოს.
საწარმოში დამზადებული პროდუქცია მთლინად ექსპორტზე იქნება
გათვლილი.
ფეროშენადნობთა საწარმოს მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. პირველ
პროდუქციას კომპანია 2017 წლის გაზაფხულზე გამოუშვებს.
ჩინელ ინვესტორთა განმარტებით, გარდა მეტალის წარმოებისა, კომპანიის
სამომავლო გეგმებში ქართული მინერალური წყლისა და ღვინის ექსპორტი,
ასევე სამთო მომპოვებელი საქმიანობაც შედის.
მასალის გამოყენების პირობები