საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური მატჩი
ქუთაისის "ტორპედოს" გამარჯვებით დასრულდა.
ტორპედოელებმა თბილისის "დინამო" 3:2 ანგარიშით დაამარცხეს.
ნახევარფინალური მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართა.
მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. დინამოელთა კარში გოლი მე–19
წუთზე ვაჟა ტაბატაძემ გაიტანა.
შეხვედრის მეორე ტაიმში გოლები გიორგი ქიმაძემ (47–ე წთ) და გრიგოლ
დოლიძემ (63–ეწთ) გაიტანეს.
მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის
ნახევარფინალური მატჩის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.
პირველლიგელმა "მერანმა" უმაღლესლიგელ საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით
3:0 მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა.
დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩი "ტორპედოსა" და
"მერანს" შორის, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ზესტაფონში, დავით
აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები