ქუთაისში "მადლიერების სახლში" სასადილო ოთახი გარემონტდა.
დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმაციით, პირობების გაუმჯობესების
მიზნით, მოწესრიგდა სამზარეულო და საწყობი, ასევე სველი წერტილები
ქალებისა და მამაკაცებისთვის და თანამშრომელთა გასახდელი.
"მათთვის შეიქმნა პირობები, რომ უკეთესად იმუშაონ და უფრო მეტი
ხალისითა და ენერგიით მიემსახურონ ბენეფიციარებს. არსებული პირობები
ყველანაირად აკმაყოფილებს სტანდარტებს," - ამბობს "მადლიერების
სახლის" დირექტორი, რევაზ ჩახუნაშვილი.
გარემონტებული სასადილო ოთახის გახსნას ქუთაისის მერი დაესწრო.
"აქ შეჭირვებული ადამიანები დადიან. მათ თავის დროზე ძალიან დიდი როლი
აქვთ ქალაქის განვითარებაში შეტანილი და ამ ადამიანებს სჭირდებათ
დაფასება," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
"მადლიერების სახლის" სარემონტო სამუშაოებისთვის ადგილობრივმა
თვითმმართველობამ ტენდერი მიმდინარე წლის 26 ივლისს გამოაცხადა.
ელექტრონული შესყიდვის ღირებულება 44 983 ლარი გახლდათ, თუმცა
ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ა +ბ"
სამუშაოების შესრულებაში 33 736 ლარი მოითხოვა.
"მადლიერების სახლში" უფასო ყოველდღიური სადილით 800 ბენეფიციარი
სარგებლობს.
მასალის გამოყენების პირობები