ქუთაისში ომის მონაწილე ხანდაზმულ ვეტერანებს, ნობათები,
საფიჩხიის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნიკოლოზ ლატარიამ გადასცა.
ლატარიამ ხანდაზმულ ვეტერანებს ნობათები საკუთარი ხარჯებით დაურიგა.
"დამდეგი დღესასწაული მოვულოცე ხანდაზმულ ვეტერანებს, მინდა მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო,"- განმარტა ლატარიამ.
ნობათები საფიჩხიაზე მცხოვრებმა სამამულო ომის ორმა მონაწილემ, 98 წლის თამარ ჯალაღანიამ და 90 წლის შოთა ერაძემ მიიღო.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები