ქუთაისში 12 და 13 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით მგზავრობა უფასო იქნება. ქალაქში არსებული სასაფლაოების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას მერიის მიერ გამოყოფილი მირკოავტობუსები უზრუნველყოფენ.
მერიის ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, რომ 12 აპრილს ქალაქში დანიშნული უფასო ტრანსპორტის პარალელურად, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. უფასო ტრანსპორტი 9:00 სათიდან 13:00 საათამდე იმუშავებს.
ქუთაისში სულ 13 სასფლაოა.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები