ქუთაისის "ახალგაზრდული ცენტრის" ბალერინებმა, საერთაშორისო ფესტივალში,
საპრიზო ადგილი საუკეთესო დებიუტისთვის აიღეს.
როგორც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი, ნატალი პატარიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, ქუთაისის საბალეტო სკოლამ არსებობის მოკლე დროში, მაქსიმუმი შეძლო.
"მიხარია რომ ეს შევძელით, 7 თვე არის ძალიან ცოტა დრო, ასეთი შედეგის მისაღწევად, მადლობა პედაგოგს, ასევე ყველა მშობელს, პრიზი ყველას ერთობლივმა თანადგომამ მოგვიტანა,"- ამბობს ნატალი პატარიძე.
თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში არსებულ ქუთაისის საბალეტო სკოლასთან ერთად, მონაწილეობას 15 ქვეყანა იღებდა.
ხატია ბანძელაძე
მასალის გამოყენების პირობები