ახალი ამბები
"წყალმომარაგების კომპანია" კონტრაქტორ ფირმას ქუთაისში სამუშაოების გაჭიანურებაში ადანაშაულებს
FaceBook
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქუთაისში კონტრაქტორი ფირმის SMK მუშაობით უკმაყოფილოა.

კომპანიაში მათ მიერ სამუშაოების გრაფიკის დარღვევასა და მათ გაჭიანურებაზე საუბრობენ.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორის მოადგილის, ზაზა სიხარულიძის თქმით, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარი აქამდეც უნდა მოწესრიგებულიყო, თუმცა SMK სამუშაოების დასრულებას ვერ ახერხებს.

ზაზა სიხარულიძე არ გამორიცხავს, რომ თურქულ კომპანიაში ადგილობრივი წარმომადგენლობის შეცვლის საკითხი დადგეს.

"მივმართეთ მათ სათაო ოფისს ანკარაში და მოვითხოვეთ სიტუაციის გამოსწორება. თუ საჭირო იქნება გაატარონ საკადრო ცვლილებებიც",- აცხადებს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორის მოადგილე ზაზა სიხარულიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

მისივე თქმით, კომპანიას ახალი ქუჩების გაჭრის უფლებას მანამდე არ მისცემენ, ვიდრე უკვე გათხრილი ქუჩები არ მოწესრიგდება.

"5-6 ქუჩაა, რომლებიც გადათხრილია და არ არის ბოლომდე მიყვანილი, მაგალითად ასათიანის ქუჩა. ჯერ მიიყვანონ ეს სამუშაოები გარკვეულ კონდიციამდე, ჩაატარონ ჰიდრავლიკური ტესტი, მოხრეშონ და მოამზადონ ასფალტის საფარის მოსაწყობად. ვიდრე არ დაასრულებენ ამათ, მანამდე არ მივცემთ ახალი ქუჩების გადათხრის უფლებას, - აცხადებს ზაზა სიხარულიძე.

მიუხედავად იმისა, რომ თურქულ კომპანიას გრაფიკი არა ცალკეული ქუჩების მიხედვით, არამედ, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის მიხედვით აქვს, "წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ SMK-მ ვადები უნდა დაიცვას და ქალაქში ქაოსი არ უნდა შექმნას.

ბრალდებებზე საუბარი არ სურთ SMK-ს ადგილობრივ წარმომადგენლობაში და აცხადებენ, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხი "წყალმომარაგების კომპანიას" აქვს.

"მიმართეთ წყალმომარაგებას. ჩვენ დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით",- აცხადებენ SMK-ში.

თურქულ კომპანიას ვადებთან დაკავშირებული პრობლემები ადრეც ჰქონდა. ქალაქში მიმდინარე სამუშაოების გაჭიანურება არაერთხელ გააპროტესტეს ადგილობრივმა ოპოზიციურმა პარტიებმა. კომპანიაში მაშინ სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად არამდგრადი ამინდები დაასახელეს.

გასულ კვირას კი SMK-ს საკუთარი თანამშრომლებიც დაუპირისპირდნენ. წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა ხელმძღვანელობა ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულეს და დასვენების დღეების გაზრდის მოთხოვნით გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.