ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საგამოფენო სურათების ჩარჩოების შეაძენად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი მიმდინარე წლის 2 აპრილს გამოცხდდა. მერიამ 76 ცალი ჩარჩოს შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 640 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს საგამოფენო სურათებისთვის ჩარჩოების დამზადება და მიწოდება საკუთარი ხარჯებით 10 მაისის ჩათვლით. ასევე, ორგანიზაციის ვალდებულებაა ჩარჩოების ფერი და ფორმა შეათანხმოს ქუთაისის მერიასთან.
მასალის გამოყენების პირობები