წყალტუბოს რაიონის 13 თემის სოფელს მგლები შეესია.
წყალტუბოში შემავალ სოფლებში მგლების მიერ დაგლეჯილია ათეულობით შინაური პირუტყვი.
მოსახლეობა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან დახმარებას ითხოვს.
როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი ამბობს, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, სულ მალე შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტდება პროფესიონალი მონადირეებითა და ადგილობრივი მცხოვრებლებით და შესაბამის ზომებს მიიღებენ.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები