ქუთაისში კაფე-კინოს Brothers მესვეურთა ინიციატივით პროექტი
"ზრუნვის კვირეული" განხორციელდა.
ღონისძიება რამდენიმე დღე მოიცვა და მისი ბენეფიციარებისთვის ფილმების
ჩვენებით აღინიშნა.
ამჟამად, პროექტში მზრუნველობამოკლებული და მიუსაფარი ბავშვები
ჩაერთვნენ.
მათთვის Brothers – ის კინოდარბაზში ანიმაციური ფილმის "ნადირობის
სეზონი 4 " ჩვენება გაიმართა.
"სოციალური პროექტი მიზნად ისახავს სამიზნე თემის წარმომადგენლებს
აჩუქოს ორი დაუვიწყარი დღე. მსგავსი კინოჩვენებები სოციალურად
დაუცველთათვის გარკვეული პერიოდულობით იმართება ჩვენთან“, - აღნიშნა
კაფე–კინოს წარმომადგენელმა, თორნიკე მჭედლიძემ.
ღონისძიების მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და კერძო
სპონსორთა ჯგუფი.
მასალის გამოყენების პირობები