პარტია კანდიდატებს ხვალ, ოპერის თეატრის წინ
დაასახელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პარტია "პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული
ოპოზიცია" ქუთაისში, ავტოქარხნის #49-ე სამაჟორიტარო ოლქში, გოგი
წულაიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობას სთავაზობს.
"პარტია თავისუფალი" საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა
განიხილება, თუმცა, მისივე თქმით, ჯერჯერობით თავადაც არ იცის რა
გადაწყვეტილებას მიიღებს.
"უარს არ ვამბობ, მაგრამ პოლიტიკა ისეთი რამეა, შეიძლება ერთ წუთში
შეიცვალო აზრი. ზუსტად არც ის ვიცი პარტიაში ჩემს კანდიდატურაზე
შეჩერდა თუ არა არჩევანი და არც ის, მე რას გადავწყვეტ",- ამბობს გოგი
წულაია.
"პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია" ქუთაისში მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატებს ხვალ დაასახელებს.
ქუთაისის #47-ე და #48-ე ოლქებში სავარაუდო კანდიდატები ნინო ონიანი
და გია ბახტაძე იქნებიან. რაც შეეხება # 49-ე ოლქს, ამ დრომდე არ
კონკრეტდება აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის
ვინაობა.
პარტიის ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გოგიტა ხურციძის
თქმით, მესამე კანდიდატს პარტიის ლიდერი დავით თარხან-მოურავი თავად
დაასახელებს.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" წინასაარჩევნოდ 5 პარტიასთან
გაერთიანდა.
2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის მათთან
ერთად "თავისუფალი საქართველო", პარტია "თავისუფლება", "ახალი
ქრისტიან-დემოკრატები", "ვეტერანთა მოძრაობა" და "ტრადიციონალისტები"
იბრძოლებენ.
მასალის გამოყენების პირობები