ახალი ამბები
ვეცით პატივი და ვერ გაამართლა - ხარაგაულის საკრებულოს "რესპუბლიკელ" თავმჯდომარეს იმპიჩმენტს უცხადებენ
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს, ინგა მაღრაძეს იმპიჩმენტს უცხადებენ. საკრებულოს დეპუტატები თანამდებობიდან მის გადაყენებას  პირველ აგვისტოს დანიშნულ საკრებულოს სხდომაზე გეგმავენ.

იმპიჩმენტის თაობაზე ხარაგულის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციების " ქართული ოცნების" და "მრეწველების" წერილი უკვე დარეგისტრირდა.

საკრებულოს 35 წევრიდან თავმჯდომარის გადაყენების  მოთხოვნას ხელს 20  დეპუტატი აწერს.

ხარაგაულის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ინგა მაღრაძე საკრებულოს "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელია, რომელიც დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წელს აირჩიეს.

ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილი ამბობს, რომ მაღრაძის გადაყენება 2014 წლიდან ამდრომდე საკრებულოში არსებულ პრობელემს უკავშირდება. ის აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს დეპუტატებთან კომუნიკაცია არ ქონდა.

"ვეცით პატივი და ავირჩიეთ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. მაგრამ არ გაამართლა", - ამბობს თავზარაშვილი.

თავად მაღრაძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები პოლიტიკურად მართულია, ხარაგულის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა ლურსმანაშვილის მიერ, რომელიც ამავე დროს 8 ოქტომბრის არჩევნებზე მმართველის გუნის მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატას არის დასახელებული.

"მათ არ სურთ "რესპუბლიკელი" თავმჯდომარე. ამის გარდა, უნდათ საარჩევნო კამპანია ადმინისტრაციული რესურის გამოყენებით წარმართონ. ბუნებრივია, რომ არ აწყობთ ჩემი თავმჯდომარეობა უკვე", - აცხდებს ქუთაისიპოსტთან საუბარში ინგა მაღრაძე.

"ასეთ რაღაცეებს რომ აცხადებს, სწორედ ამის გამო იქნება გადაყენებული. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინმეს [კობა ლურსმანაშვილის] ნათქვამზე მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს არის 20 ადამინის პოზიცია და რა შუაშია გამგებელი", - ამბობს "ქუთაისიპოსტთან საუბარში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი კი ირწმუნება, რომ ის საკრებულოს უფლებამოსილებებში არ ერევა.

"შესაბამისად, მე არაფერ შუაში ვარ ამ პროცესებთან მიმართებაში. ქალბატონი ინგა ძალიან ცდება როდესაც ამბობს, რომ ამ ყველაფერის უკან მე ვდგავარ. სჯობია, ეს საკითხი უმტკივნეულოდ მოგვარდეს", - განმარტავს ის.

გადაყენების შემდეგ თუ ვინ დაიკავებს ინგა მაღრაძის პოსტს საკრებულოში ამას დეპუტატები არ აკონკრეტებენ. თუმცა, განმარტავენ, რომ მომავალი თავმჯდომარე "ქართული იცნებიდან" იქნება.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.