ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის
მინიჭება საკრებულოს სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა.
"ლეიბორისტი" დეპუტატის, სამსონ გუგავას განმარტებით, თუკი ეს
გადაწყვეტილება პოლიტიკური არ არის, ადგილობრივმა თვითმმართველობამ
არჩევნების ჩატარებამდე არ უნდა განიხილოს.
"ამ ქუჩების დარეგისტრირება იმიტომ გეჩქარებათ, რომ ადგილობრივების
ხმა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ, რადგან ავტოქარხანაში უსური და
კორუმპირებული კანდიდატი, კობა ნარჩემაშვილი გყავთ", - განაცხადა
სამსონ გუგავამ.
თავად, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები უმტკიცებენენ
კოლეგას, რომ სახელის მინიჭების გარეშე ამავე ქუჩებზე მცხოვრებლები
სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებს ვერ აგვარებენ.
ავტოქარხნის დასახლება #49 საარჩევნო ოლქში შედის, სადაც "ქართულმა
ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კობა ნარჩემაშვილი
დაასახელა.
"ახლა სადაც ცხოვრობენ, რეალურად, არის მათი ფაქტიური საცხოვრებელი
სახლი. ელემენტარულად სჭირდებათ რეგისტრაცია, კომუნიკაციების შეყვანა,
რომელსაც ვერ აკათებენ, თუკი ქუჩას არ მიენეიჭა სახელი. აქედან
გამომდინარე, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ქუჩებს მივანიჭოთ სახელები", -
განმარტა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა
ყანჩელმა.
უმცირესობის წამომადგენლი სამსონ გუგავა კი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ
თვითმმართველობას ხელისუფლებაში მოსვლიდან ამ დრომდეც შეეძლო პრობლემა
მოეგვარებინა. თუმცა, საკითხით მაშინ დაინტერესდნენ, როცა 2016 წლის 8
ოქტომბრის არჩევნებზე ხმები სჭირდებათ.
საკრებულოს გადაწყვეტლებით ქუთაისის მერია ავტოქარხნის სამ უსახელო
ქუჩას საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, თენგიზ
აბულაძის, და -ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების, წმინდა
მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელებს მიანიჭებს.
მასალის გამოყენების პირობები