ფესტივალი "სულიკოს" ავტორის, ვარინკა წერეთლის მშობლიურ სოფელ
ცხრაწყაროში აღინიშნება.
ქართულის სიმღერის ფესტივალს "სულიკო 2016"–ს სოფელ ცხრაწყაროს ღია
თეატრონი მიმდინარე წლის 24 სექტემბერს უმასპინძლებს.
სახალხო დღესასწაულს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გასული საუკუნის 80 –
იან წლებიდან აღნიშნავენ.
ფესტივალის აღნიშვნა ტრადიციულად შემოდგომაზე, "სულიკოს" ავტორის,
ვარინკა წერეთლის მშობლიურ სოფელ ცხრაწყაროში ხდება. "ვარინკობის"
დღესასწაული სწორედ, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება.
ქართულის სიმღერის ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან
მოწვეული მუსიკალური კოლექტივები მონაწილეობენ.
სოფელ ცხრაწყაროს ამფითეატრს სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2014 წელს
ჩაუტარდა. მთლიანად განახლდა ძველი ხის ღობე და მთავარი შესასვლელი,
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ სცენას. შეიცვალა, ასევე ამფითეატრზე
მოწყობილი სკამები და გარე განათების სისტემა.
მიდინარე წლის შემოდგომაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კიდევ ორ
ტრადიციულ ღონისძიებას "ზესტაფონლობასა" და "ღვინის ფესტივალს"
გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები