მოწამეთას სამონასტრო კომპლექსთან ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის
მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ამის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" ტყიბულის გამგებელმა, რობინზონ
გვენეტაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის საპროექტო
წინადადებაზეა ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
"აქ იქნება ყველა სერვისი ტურისტებისთვის. საინფრომაციო რუკები,
გზამკვლელევი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამასთანავე, ცენტრში
გაიყიდება ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები. ტურისტებისთვის მოეწყობა
სველი წერტილები და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა", - ამბობს ტყიბულის
გამგებელი.
მოწამეტას სამონასტრო კომპლექსთან ტურისტულ-საინფრომაციო ცენტრის
მშენებლობა ნოემბერში უნდა დაიწყოს. პროექტი "მუნიციპალური
განვითარების ფონდიდან" 60 ათასი ლარით დაფინანსდება.
ანალოგიური ცენტრის მშენებლობა გელათში დასასრულს უახლოვდება. ის წლის
ბოლომდე უნდა გაიხსნას. ცენტრისთვის "მუნიციპალური განვითარების
ფონდმა" 1 200 000 ლარი დახარჯა.
მასალის გამოყენების პირობები