ქუთაისის საკრებულოს აპარატი 2 500 ლარიან ფოტოკამერას ყიდულობს.
აღნიშნულ თანხაზე გამარტივებული ტენდერი 18 ივლისს
დასრულდა.
"მისაწოდებელ საქონელს უნდა გააჩნდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო
ISO სერტიფიკატი, უნდა
იყოს მსოფლიოში ცნობილი ბრენდის წარმოების და ხარისხობრივად უნაკლო" -
ასეთია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნა, სადაც ასევე
ჩამოთვლილია ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც ფოტოაპარატს
უნდა გააჩნდეს:
ქუთაისის საკრებულოს აპარატში განმარტავენ, ფოტოაპარატი რომელიც ამ
ეპატზე საკრებულოს აქვს მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც
აუცილებლი გახდა ახალი ფოტოაპარატის შეძენა.
ფოკუსური მანძილი არანაკლებ: 18-135 მმ; ხედმძებნის გაფართოების
არეალი არანაკლებ: 95%
მონიტორი არანაკლებ: 7.7 სმ (3 ინჩი) 1,040,000 პიქსელი, ხედვის კუთხე
არანაკლებ: 170°; თავსებადი მეხსიერების ბარათები: SD / SDHC / SDXC;
ფოტორეზოლუცია არანაკლებ: 5184 x 3456 (18 მპ);
რეზოლუცია ვიდეო: Full HD: არანაკლებ 1920x1080 / 60 კ/წ; ISO
მგრძნობელობა არანაკლებ: 100-12800, Auto ISO 100-6400, H 25600
მასალის გამოყენების პირობები