ვანის მუნიციპალიტეტში
სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი დათვლილია.
გამგეობის ინფორმაციით, ქალაქსა და სოფლებში 4 985 092 ლარის
ღირებულების ინფრსატრუქტურა დაზიანდა.
ადგილზე რამდენიმე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
მიმდინარეობს. უკვე ძველ კალაპოტს დაუბრუნდა მდინარე სულორი და აღდგა
საავტომობილო მოძრაობა ვანი-სულორის გზაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია"
ახორციელებს.
ვანში, სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე სულორი
კალაპოტიდან გადმოვიდა, წაიღო სოფელ სულორის ხიდი, დატბორა
მოსახლეობის კარ-მიდამო და დააზიანა ვანი-სულორის დამაკავშირებელი
საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.
სტიქიის ზონა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა მოინახულეს.
მასალის გამოყენების პირობები